გაკვეთილის გეგმა


მასწავლებლის გვარი, სახელი, პირადი ნომერი - ანა ბაბუნაშვილი
სწავლის საფეხური/კლასი: დაწყებითი/II კლასი
გაკვეთილის თემა: გარემოს დაცვა
გაკვეთილის მიზანი: მოსწავლე შესაბამისი გრაფიკული სურათების გამოყენებით შეძლებს გაარჩიოს სუფთა და დაბინძურებული გარემო და გამოიტანს დასკვნას,რა შედეგები მოაქვს გარემოს დაცვას.
ბუნ.II.7.მოსწავლეს შეუძლია  პირადი ჰიგიენის ძირითადი წესების დაცვა.
ბუნ.II.8.მოსწავლეს შეუძლია   ჯგუფში უსაფრთხო ქცევის წესების დაცვა.
ბუნ.II.9.მოსწავლეს შეუძლია   გარემოსადმი საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა.
წინარე ცოდნა: მოსწავლეს იყენებს შესაბამისი ლექსიკას, ახერხებს სხვადასხვა მონაცემების დახარისხება-დაჯგუფებას. არჩევს სასარგებლოს.

N
აქტივობის აღწერა
გამოყენებული მეთოდი
კლასის ორგანიზების ფორმა
სასწავლო რესურსი
დრო (წთ)
1
მასწავლებელი მოსწავლეებს წინა დღეს  კლასის მართვის პროგრამით გადაუგზავნის პატარა ვიდეო რგოლს, რომელიც დამზადებულია საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს მიერ და  აძლევს მითითებას, ყურადღებით გაეცნონ მოცემულ ფაილს და მომდევნო დღეს ერთმანეთს გაუზიარონ. დამხმარე ვიდეო-რგოლს მასწავლებელი წინასწარ მოიძიებს. ვიდეო-რგოლში მოცემული ამბავი მოსწავლეს დახმარებას გაუწევს, თავად შეიმეცნოს ახალი მასალა სახლში. მას საშუალება ეძლევა ვიდეო მრავალჯერ ნახოს და მოისმინოს. მოცემული ვიდეოს დახმარებით მოსწავლე ისმენს ინფორმაციას, აანალიზებს და აკეთებს ჩანაწერებს.
მომდევნო დღეს რეფლექსიის ფაზა გრძელდება კლასში მრავალფეროვანი აქტივობით.
(იხილეთ მიმაგრებული ფაილი: ბოცო და გვანცა)
ელექტრონული სწავლება
ინდივიდუალური
ბუკი,
საჩვენებელი ვიდეო-რგოლი

2
მასწავლებელს გამზადებული აქვს გრაფიკული სურათები, სადაც გამოსახულია დანაგვიანებული და სუფთა ადგილები, თანადროულად მოსწავლეებს ჩამოურიგებს კანფეტებს და სთხოვს, რომ მიირთვან. საინტერესოა, სად დაყრიან ნაგავს. სურათების დათვალიერების  შემდეგ სვამს კითხვებს:
როგორ ბინძურდება გარემო?
როგორ ჩნდება ნაგავი? მოსწავლეებმა უნდა გაიაზრონ, რომ დანაგვიანება
ხდება ნარჩენებით.
ბევრი ადამიანი არასწორად იქცევა, რის გამოც ქუჩები და ეზოები მოფენილია საყოფაცხოვრებო ნარჩენებით. 

გონებრივი იერიში, ცდა და დისკუსია
მთელი კლასი
სლაიდები,
კანფეტები
5 წთ.
3
მასწავლებელი მოსწავლეებს ჰყოფს სამ ჯგუფად და  ავალებს, რომ მათ უნდა შეასრულონ სახელმძღვანელოს შესაბამის გვერდზე მოცემული სავარჯიშო. სამ სურათზე ასახულია ადამიანების მიერ ნაგვის გადაყრის სხვადასხვა შემთხვევა. მოსწავლეებმა უნდა  იმსჯელონ იმ სურათების შესახებ, სადაც არასწორად ხდება ნაგვის გადაყრა. უნდა მოხდეს თითოეული სურათის ცალ-ცალკე განხილვა და იმის შესახებ საუბარი, თუ რატომ თვლიან მოსწავლეები სწორად ან არასწორად ამ ადამიანების მოქმედებას.
დისკუსია
ჯგუფური
სახელმძღვანელო, ქაღალდი, კალამი
  10 წთ
4
მასწავლებლის მითითებით მოსწავლეები იწყებენ საკუთარი მერხების დათვალიერებას, თუ შენიშნავენ ნაგავს უნდა გადააგდონ სანაგვე ყუთში. ანუ ასუფთავებენ ირგვლივ არსებულ გარემოს.
ქმედებაზე ორიენტირებული სწავლება,
პრაქტიკული
ინდივიდუალური
საკლასო ოთახი, მერხი
5 წთ
5
მასწავლებელი გრაფიკული სურათების დახმარებით მოსწავლეებს უჩვენებს ისეთ დაბინძურებულ გარემოს, სადაც იმყოფებიან ადამიანები და ცხოველები. სვამს კითხვას, რა შედეგები მოყვება გარემოს დაბინძურებას იმ ადამიანებისა და ცხოველებისთვის, რომლებიც ასეთ გარემოში ცხოვრობენ. მოსწავლეები მასწავლებლის დახმარებით ცდილობენ იმსჯელონ და იპოვონ გამოსავალი
პრობლემაზე დაფუძნებული სწავლება,
დისკუსია
მთელი კლასი
სლაიდები,
სახელმძღვანელო
5 წთ
6
მასწავლებელი კლასს ჰყოფს ჯგუფებად, აჩვენებს ნიკო ფიროსმანის „მეეზოვეს“ და თხოვს ამ პერსონაჟის დახმარებით შექმნან პლაკატი თემაზე „ნუ დაყრი ნაგავს ქუჩაში.“
ჯგუფური სწავლების მეთოდი
ჯგუფური
ნახატის ასლი,
ფორმატები,
თაბახები,
ფერადი ფანქრები
12 წთ
7
მოსწავლეები მოსწავლის რვეულში, შესაბამის გვერდზე დავალებას ასრულებენ დამოუკიდებლად.
წერითი მუშაობის მეთოდი
ინდივიდუალური
მოსწავლის რვეული, კალამი
5 წთ
8
მასწავლებელი აჯამებს გაკვეთილს და მოსწავლეებს სთხოვს გაეცნონ გაკვეთილის ბოლოში მოცემულ დავალებას.
ინდუქციური
მთელი კლასი
სახელმძღვანელო
3 წთ
















გაკვეთილის გეგმა:
მასწავლებელი: ანა ბაბუნაშვილი
საგანი: მათემატიკა
კლასი: II
თემა: ვითვლით და ვუმატებთ ათეულებს;
დრო: 40 წუთი.
მოსწავლეთა პროფილი:
20 მოსწავლე. სსსმ მოსწავლე - არა
გაკვეთილის მიზანი: მოსწავლეები წაიკითხავენ „ერთნიშნა“ და „ორნიშნა“ რიცხვებს; დაასახელებენ მითითებული რიცხვის წინა და მომდევნო რიცხვებს; მიუთითებენ ორნიშნა რიცხვში თანრიგებს; შეასრულებენ შეკრების მოქმედებას სხვადასხვა ხერხით; ამოხსნიან მარტივ ამოცანას;
ეროვნული სასწავლო გეგმის სტანდარტი:
მათ.II.1. მოსწავლეს შეუძლია ერთმანეთს შეუსაბამოს რიცხვები, რიცხვითი სახელები, რაოდენობები და რიგი.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
კითხულობს „ერთნიშნა“  და „ორნიშნა“ რიცხვებს, ასახელებს მათ წინა და მომდევნო რიცხვებს;
ორნიშნა რიცხვის ჩანაწერში უთითებს ათეულისა და ერთეულის თანრიგებს, ასახელებს ამ თანრიგში მდგომი ციფრების მნიშვნელობას;
მათ. II.2. მოსწავლეს შეუძლია ერთმანეთთან დააკავშიროს თვლა, რიცხვები, რიცხვით სახელებს შორის დამოკიდებულებები და შეკრება-გამოკლების მოქმედებები.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
ახდენს შეკრება-გამოკლების დემონსტრირებას მოდელის გამოყენებით, დაადგებს მოქმედების შედეგს;
ზეპირად ანგარიშისას იყენებს ბიჯით თვლას, ან სხვა ხერხს.
მათ. II.5. მოსწავლეს შეუძლია რიცხვებისა და მათზე მოქმედებების გამოყენება, გამოთვლებზე ამოცანების ამოსახსნელად.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
ამოცანის პირობის მიხედვით განსაზღვრავს, თუ რა არის მოცემული და რა არის მოსაძებნი;
ირჩევს შესაბამის მოქმედებას, მისი შესრულების ხერხს ან მოდელს ამოცანის ამოსახსნელად.
საჭირო წინარე ცოდნა და უნარ-ჩვევები:
რიცხვების სახელდება, თვლა წინ და უკან, ბიჯობით თვლა, ამოცანის ჩაწერის პრინციპი;

შეფასება და თვითშეფასება - განმავითარებელი

შეფასების რუბრიკა:
კრიტ.
მაღალი
საშუალო
საშუალოზე დაბალი
დაბალი

დამოუკიდებლად შეუძლია თვისებრივ მონაცემთა მოწესრიგება
ნაწილობრივ (დამოუკიდებლად)შეუძლია თვისებრივ მონაცემთა მოწესრიგება
ნაწილობრივ (დახმარებით)შეუძლია თვისებრივ მონაცემთა მოწესრიგება
უმეტესად არ შეუძლია თვისებრივ მონაცემთა მოწესრიგება
სასწავლო მასალა და რესურსები: დაფა, ცარცი, სახელმძღვანელო, მოსწავლის რვეული, კალამი, სახაზავი, პროექტორი, ბუკი; kodala.ge  ka.khanacademy.org

აქტივობა №1  „რა ვისწავლეთ, რა ვიცით;“ 8 წთ. საერთო-საკლასო;
აქტივობის მიზანი: რიცხვების თანრიგების დადგენა;
აქტივობის აღწერა: მოსწავლეს ვუწერ დაფაზე რიცხვებს და შემდეგ ვთხოვ ამ რიცხვების წაკითხვას (მაგ: 25, 35, 42, 57) შემდეგ მოსწავლეს ვთხოვ, დაასახელოს რომელი თანრიგებისგან შედგება ეს რიცხვები;

აქტივობა №2 .“არითმეტიკული კარნახი;“ 8 წთ. ინდივიდუალური;
აქტივობის მიზანი: რიცხვების დამრგვალება ათეულებამდე;
აქტივობის აღწერა: https://www.youtube.com/watch?v=_T2FzBuK6Wg&feature=youtu.be მოსწავლეები უყურებენ ვიდეოს და შემდეგ, მოსწავლემ უნდა დაწეროს მასწავლებლის მიერ ნაკარნახევი რიცხვები და მოქმედებები; ჩაწერეთ რიცხვები: თოთხმეტი, თვრამეტი, ოცი.  შემდეგ მოსწავლეს ვუხსნი როგორ უნდა მივუმატოთ 18-ს 2; 8-ს 2; 12-ს 8 და ა.შ. ჩაწერეთ 19-ის მომდევნო რიცხვი; დაწერეთ 20-ის წინა რიცხვი; დაწერე რიცხვი, რომელიც შედგება ერთი ათეულისა და 6 ერთეულისგან;
შეადარეთ რიცხვები:19 და 12; 20 და 19; 10 და 20;

აქტივობა №3 „ვივარჯიშოთ და გავიწაფოთ შეკრებაში;“ 8 წთ. საერთო-საკლასო;
·         აქტივობის მიზანი: ორნიშნა რიცხვებზე ათეულების დამატება;
აქტივობის აღწერა: https://ka.khanacademy.org/math/early-math/cc-early-math-add-sub-100/cc-early-math-add-two-dig-intro/v/adding-two-digit-numbers-no-regrouping მოსწავლეები უყურებენ ვიდეოს, შემდეგ კი მოსწავლე დაფასთან ასრულებს  სახელმძღვანელოში მოცემულ სავარჯიშოებს, ორნიშნა რიცხვისთვის მრგვალი ათეულის მიმატებაზე სხვადასხვა ხერხით და გამოაქვს დასკვნა.

აქტივობა №4 „ვიმსჯელოთ, დავასაბუთოთ, გადავწყვიტოთ“; 10 წთ. ჯგუფური;
აქტივობის მიზანი: ამოცანის პირობის ჩამოყალიბება, ამოცანის ამოხსნა;
აქტივობის აღწერა:  მოსწავლეს ვყოფ ჯგუფებად და  ვუკითხავ ამოცანას,  განსაზღვრავენ რა არის ცნობილი და რა საძიებელი, გააკეთებენ შესაბამის დასკვნას, შეარჩევენ მოქმედებას ამოცანის ამოსახსნელად, ამოხსნიან ამოცანას ფლიპჩარტზე და ექნებათ პრეზენტაცია.
 
აქტივობა  №5 შეჯამება; 6 წთ. საერთო-საკლასო;
აქტივობის მიზანი: გაკვეთილის შეჯამება და საშინაო დავალების მიცემა;
აქტივობის აღწერა:  მოსწავლეებთან ერთად გავაკეთებთ შეჯამებას და ჩავინიშნავთ საშინაო დავალებას.




















ექსკურსია
მასწავლებელი/სკოლა
ანა ბაბუნაშვილი/მე-18 საჯარო სკოლა
საგანი/თემა
ბუნებისმეტყველება/ფული
სასწავლო მიზანი/ესგ
ბუნ. III.1. მოსწავლემ უნდა შეძლოს პრაქტიკულ აქტივობებში მონაწილეობა და ელემენტარული კვლევითი უნარ-ჩვევების დემონსტრირება.
ექსკურსიის ადგილი
საქართველოს ეროვნული ბანკის ფულის მუზეუმი
კავშირი მოსწავლეთა მიმდინარე სამუშაოებთან
საგაკვეთილო
სმოსამზადებელი სამუშაოები:

1.მასწავლებლისთვის



ბიუჯეტი, საკვები/წყალი, ტრასპორტირება, ბილეთები, წესები, ინტერვიუს მომზადება გიდთან.


2.მოსწავლეებისთვის

წინასწარი ინფორმაციის მოძიება და გაცნობა, პირადი მოხარების საგნების მომზადება, წყაი/საკვები/წამალი/ტანისამოსი.
რესურსები ექსკურსიისთვის
გამზადებული სასწავლო მასალა ცხრილებისა და ბარათების სახით, ფულის კუპიურები.
აქტივობები ექსკურსიის დროს
მოგზაურობა ფულის სამყაროში, როლური თამაშები, მაღაზიობანა.
ექსკურსიის შემდგომი აქტივობები
ტესტირება.
რისკები
ტრანსპორტირების პრობლემა.






გაკვეთილის გეგმა:
მასწავლებელი: ანა ბაბუნაშვილი
საგანი: მე და საზოგადოება
კლასი: III
თემა: ბულინგი და ძალადობა სკოლაში
დრო: 45 წუთი.
მოსწავლეთა პროფილი:
20 მოსწავლე. სსსმ მოსწავლე - არა
გაკვეთილის მიზანი: მოსწავლეები გაეცნობიან ბულინგის ცნებას და შეძლებისდაგვარად ეცდებიან გაარკვიონ რა განსხვავებაა ძალადობასა და ბულინგს შორის.
ეროვნული სასწავლო გეგმის სტანდარტი:
საზ.მეც.დაწყ.(I).13. ბავშვის უფლებებისა და მოვალეობების გაცნობიერება, ასევე ოჯახისა და საზოგადოების წინაშე პასუხისმგებლობის გააზრება;

საზ.მეც.დაწყ.(I).14. ქცევის წესების გათავისება, თანატოლებთან მათი შეთანხმება და დაცვა; შემწყნარებლობის გამოვლენა განსხვავებული კულტურის, ეროვნების, შესაძლებლობების მქონე ადამიანების მიმართ;

საზ.მეც.დაწყ.(I).16. კონფლიქტურ სიტუაციებში პრობლემის გადაჭრის მშვიდობიანი გზების მოძებნა;
საჭირო წინარე ცოდნა და უნარ-ჩვევები:
წესების შემუშავების სისტემა;
ჯგუფური და წყვილში მუშაობის უნარები;
კითხვის დასმის ფორმულირება;
დროის მენეჯმენტი;
შეფასება და თვითშეფასება - განმავითარებელი

შეფასების რუბრიკა:
კრიტ.
მაღალი
საშუალო
საშუალოზე დაბალი
დაბალი

დამოუკიდებლად შეუძლია თვისებრივ მონაცემთა მოწესრიგება
ნაწილობრივ (დამოუკიდებლად)შეუძლია თვისებრივ მონაცემთა მოწესრიგება
ნაწილობრივ (დახმარებით)შეუძლია თვისებრივ მონაცემთა მოწესრიგება
უმეტესად არ შეუძლია თვისებრივ მონაცემთა მოწესრიგება
სასწავლო მასალა და რესურსები: დაფა, ცარცი, პროექტორი (https://www.youtube.com/watch?v=cH9bNXcTKRE )  ფერადი სტიკერები;
A ფაზა
აქტივობა №1  ვიდეო-რგოლის ჩვენება; საერთო საკლასო. 5 წთ.
აქტივობის მიზანი: განსახილველი საკითხისადმი ინტერესის გამოწვევა.
აქტივობის აღწერა: მოსწავლეები უყურებენ 5 წუთიან ვიდეო-რგოლს, სადაც მათთვის გასაგები ენით და ფორმით გადმოცემულია ბულინგისა და ძალადობის შესახებ.


აქტივობა №2  ნანახი ვიდეო-რგოლის გააზრება. გონებრივი იერიში.  საერთო-საკლასო. 10 წთ.
აქტივობის მიზანი:  მოსწავლეებმა კითხვების საშუალებით უნდა მიაგნონ ბულინგის ნიშნებს.
აქტივობის აღწერა:  მასწავლებელი ხდება „მასწავლებელი-ფანქარი“ და კითხვაზე „რა არ მოგეწონათ ვიდეო-რგოლში?“ მოსწავლეების შემოთავაზებულ ყველა ვარიანტს ჩამოწერს დაფაზე.   იქიდან გამომდინარე, რომ ვიდეო-რგოლში გამოკვეთილია პრობლემა, მოსწავლეებს არ უნდა გაუჭირდეთ ამ პრობლემის დანახვა, ამოცნობა და დაფიქსირება.


B ფაზა
აქტივობა №3 გაკვეთილის მთავარი თემა. ლექცია-პრესკონფერენცია. ჯგუფური. 10 წთ.
·         აქტივობის მიზანი: მოსწავლეებმა შეძლებისდაგვარად გაიაზრონ ბულინგის არსი.
აქტივობის აღწერა: ინტერესი გაღვიძებულია, თემა იციან და აქედან გამომდინარე, მასწავლებელი მოსწავლეებს აძლევს სტიკერებს, რომლებზეც მათ  ჯგუფში, 2-3 წუთის მანძილზე უნდა ჩამოწერონ მათთვის საინტერესო, თემასთან დაკავშირებული კითხვები, რომელთა დახმარებითაც მასწავლებელი გაშლის საკითხს და კლასთან ერთად ადგენს ვენის დიაგრამას ძალადობასა და ბულინგის შესახებ.


C ფაზა
აქტივობა №4  შეჯამება. ინდივიდუალური მუშაობა 15 წთ.
აქტივობის მიზანი: მოსწავლეებმა უნდა გაარჩიონ ბულინგისა და ძალადობის მახასიათებლები.
აქტივობის აღწერა:   მოსწავლეებს ეძლევათ სიმულაციური ამოცანები, რომლებიც უნდა მიაკრან ვენის დიაგრამას, მათი თვალსაზრისის მიხედვით. თითოეული მოსწავლის არჩევანი უნდა გავარჩიოთ და დავაფიქსიროთ, დაინახა თუ არა მან განსხვავება ბულინგსა და ძალადობას შორის.







სიტუაციური ამოცანა 1
მარი ახალ სკოლაში გადავიდა. თვალის გადაღლის პრობლემა აქვს და ამიტომ ატარებს სათავალეს. პირველივე შესვენებაზე ახალმა თანაკლასელებმა მას დასცინეს და ოთხთვალა შეარქვეს.
 რა არის ეს შემთხვევა:
            1)      ბულინგი
            2)      ძალადობა

სიტუაციური ამოცანა 2
გიორგიმ დიდ შესვენებაზე, თანაკლასელ დიტოს ფუნთუშა წაართვა, მიირთვა და მადლობაც არ გადაუხადა. პირიქით, ძალიან კმაყოფილმა გადახედა მშიერ გიორგის და კლასში თვიდაჯერებელი შევიდა.
რა არის ეს შემთხვევა:
             1)      ბულინგი
             2)      ძალადობა


აქტივობა  №5 საშინაო დავალება; 5 წთ. საერთო-საკლასო;
აქტივობის მიზანი: გაკვეთილის შეჯამება და საშინაო დავალების მიცემა;
აქტივობის აღწერა:  მოსწავლეებთან ერთად გავაკეთებთ შეჯამებას და ჩავინიშნავთ საშინაო დავალებას (თქვენ თუ შესწრებიხართ ბულინგის რაიმე ფაქტს?)









Aucun commentaire:

Enregistrer un commentaire