dimanche 10 juin 2018

2009

ყველაფერი დაიწყო 2009 წელს, როდესაც მაგისტრატურის მეორე კურსის სტუდენტმა მოვინდომე სამსახურის დაწყება და ნახევარი დღით სამსახურის ძიება, იმ დროს საკმაოდ რთული იყო. ერთდერთი საშუალება აღმოჩნდა  მასწავლებლობა და ისიც დედის სკოლაში, ქართულ-ფრანგულ კოლეჯში. ხოდა დაიწყო... დაიწყო და აღარ მთავრდება :)
დაიწყო პატარა გაოგნებული ბავშვებით, რომელთა პატრონიც სკოლის დერეფნებში შენ ხარ და მათი სიცოცხლე გაბარია და გაგრძელდა მაღალ კლასებში, სადაც მას-ის დაძახება საოცარი პრობლემა იყო და აღიქვამდნენ, როგორც მეგობარს და ასეც დარჩა...მიუხედავად იმისა, რომ 21 წლის გოგო 18 წლის ხალხის დამრიგებელი გავხდი. ვიყავი მათი მეგობარი, რომელიც ისევე წიტლდებოდა მათი საქციელის გამო მშობელთა კრებებზე, როგორც პატარა გოგო :)
..მოკლედ, მასწავლებლობა საოცარი "ექშენია", რომელიც იწყება და არ მთავრდება...
2012 წელს გაგრძელდა საერთოდ სხვა სისტემაში..თითქოს ისევ სკოლაში, ისევ ბავშვებთან..მაგრამ უფრო მეტი პასუხისმგებლობით, მეტი მოტივიაციით და მეტი მონდომებით..ეს იყო და არის 202-ე საჯარო სკოლა... სადაც გავიზარდე და გავხდი ის ვინც ვარ ახლა..ადამიანი, რომელსაც შეუძლია თითოეული დღის თითეული წამი დაგეგმოს, გაწეროს და მოუაროს სკოლას, დღის მეორე ნახევარში..და 2018-ში ისევ ახალი "ექშენი" დამჭირდა და ისევ პატარებთან დავბრუნდი...მე-18 საჯარო სკოლაში..

Aucun commentaire:

Enregistrer un commentaire